"დაკო ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის (შესყიდვები) პოზიციაზე.
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
სამუშაო გრაფიკი : სრული
ანაზღაურება - 3000 + საბონუსე სისტემა (ყოველთვიური, კვარტლური, წლიურუ)
მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თ.ჩანტლაძის ქუჩა
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა (მე-6 თვიდან)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია (როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი);
** შესყიდვებისა და გაყიდვების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** პროდუქციის შესყიდვების და მარაგების დაგეგმვა;
** კონკურენტული გარემოს, ბაზრის ტენდენციების და ბრენდის ზრდის შესწავლა/ანალიზი;
** გაყიდვების დაგეგმვა/სტიმულირება და ყოველთვიური რეპორტინგი;
** ყოველწლიური მარკეტინგული გეგმის მომზადება, კალკულაციით, გეგმის მომწოდებელთან შეთანხმება და ბიუჯეტის მომზადება;
** მარკეტინგული კამპანიების და კომუნიკაციების ანალიზი;
** ფასების კონტროლი, პრაისების მომზადება გაყიდვებისთვის (Retail&Horeca).
** სხვადასხვა სახის რეპორტინგი.
** სხვადასხვა სახის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა გაყიდვების სტიმულირებისთვის
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტკბილეულის კატეგორიის მიმართულებით;
** სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** Microsoft Office-ის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მათემატიკური უნარები;
** დროის მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: info@dakotrade.ge
|