სამშენებლო კომპანია "რერა თაუერი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, კრეატიულ და შედეგებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც სათავეში ჩაუდგება ჩვენი მიმდინარე და სამომავლო პროექტების მარკეტინგულ კამპანიებს.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მ.გახოკიძის N4
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული
ანაზღაურება: ფიქსირებული
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სამშენებლო პროექტების მარკეტინგული და ბრენდინგის სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
** ციფრული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
** ტრადიციული მედიისა და გარე რეკლამის კამპანიების ორგანიზება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტური განაწილება და ხარჯების კონტროლი;
** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა პოტენციური კლიენტების მოსაზიდად;
** ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების მუდმივი ანალიზი;
** კომპანიის ვებგვერდისა და სოციალური მედიის პლატფორმების კონტენტის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან PR-ის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე (სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ციფრული მარკეტინგული ხელსაწყოებისა და კარგი ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნა);
** საპრეზენტაციო და მოლაპარაკებების წარმოების მაღალი უნარი.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@smotors.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "მარკეტინგის მენეჯერი".
|