სამშენებლო კომპანია "რერა თაუერი" ეძებს კრეატიულ სოციალური მედიის მენეჯერს (SMM), რომელსაც შეუძლია ციფრული ვიზუალური კონტენტის დამოუკიდებლად შექმნა და სოციალური ქსელების მართვა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მ.გახოკიძის 4
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული
ანაზღაურება: ფიქსირებული
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, TikTok) ყოველდღიური მართვა;
** ყოველთვიური კონტენტ-გეგმის შემუშავება და კრეატიული ტექსტების წერა;
** სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილი ციფრული ვიზუალების დამოუკიდებლად აწყობა;
** სამშენებლო ობიექტებიდან ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება და მოკლე ვიდეოების (Reels, TikTok) მონტაჟი;
** სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე დროული და მეგობრული პასუხის გაცემა;
** მარკეტინგის მენეჯერთან ერთად აქტივობების დაგეგმვა გაყიდვების მხარდასაჭერად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება SMM პოზიციაზე;
** ონლაინ გრაფიკული ხელსაწყოების (Canva) ან გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop/Illustrator) სამუშაო დონეზე ფლობა სოცმედიის პოსტების შესაქმნელად;
** მობილურით ვიდეო გადაღებისა და სამონტაჟო აპლიკაციების (CapCut, VN) კარგი ცოდნა;
** გამართული ქართული სალიტერატურო ენით წერისა და კომუნიკაციის უნარი;
** უძრავი ქონების სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
რას გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** შემოქმედებით თავისუფლებას იდეების განსახორციელებლად;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და თქვენ მიერ შექმნილი სოცმედიის პოსტების/ვიდეოების პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: cv@smotors.ge
სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "SMM მენეჯერი".
|