Робота для біженців з України
იურისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: კოლეჯი ბლექსი
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
სსიპ კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

მისამართი - ბათუმი, მ. ლერმონტოვის ქ. N92ა
განცხადების პერიოდი - 05.08.2026 - 31.08.2026
თანამდებობრივი სარგო - 2, 045 ლარი
ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი

ფუნქცია მოვალეობები:

** ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
** დამსაქმებლის შიდა რეგულაციების შემუშავება/ექსპერტიზა/განახლება;
** ინდივიდუალური/კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების შაბლონის შემუშავება/განახლება და ადამიანური რესურსებისა და მართვის მენეჯერისთვის მიწოდება;
** სასწავლო ხელშეკრულების (პროფესიული სტუდენტის/მსმენელის) შაბლონის მომზადება;
** დამსაქმებლის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში გასაფორმებელი მემორანდუმის/ხელშეკრულების/შეთანხმების პროექტის მომზადება/სამართლებრივი ექსპერტიზა;
** მომართვის შემთხვევაში, დამსაქმებლის საქმიანობიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების/პროფესიული განათლების/პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა/თანამშრომელთა სამართლებრივი კონსულტირება;
** მომართვის შემთხვევაში, დამსაქმებელთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე თანამშრომლების სამართლებრივი კონსულტირება;
** დამსაქმებლის მიერ გაცემული მინდობილობის ფარგლებში, დამსაქმებლის სასამართლოში წარმომადგენლობა;
** "საკანონმდებლო მაცნეს" ვებ-გვერდზე, სპეციალური მომხმარებლის საშუალებით, საკანონმდებლო სიახლეების მუდმივი შემოწმება და დამსაქმებლის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა კოლეჯის საქმიანობიდან გამომდინარე ადამიანის უფლებების/ პროფესიული განათლების/შრომის სამართლის/პერსონალურ მონაცემთა დაცვის/შრომის უსაფრთხოების/ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით.
** საჭიროების შემთხვევაში, კოლეჯის საქმიანობიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების/ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის/პროფესიული განათლების/შრომის სამართლის/პერსონალური მონაცემების დაცვის/შრომის უსაფრთხოების სფეროში სამართლებრივი შეფასებების/რეკომენდაციების დამსაქმებლისთვის წარდგენა ან/და დამსაქმებლის კონსულტირება;
** სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული განცხადებების/საჩივრების განხილვა და დამსაქმებლისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა/დამსაქმებლის კონსულტირება;
** სამართლებრივი შინაარსის კორესპონდენციის პროექტის მომზადება.
** მივლინების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის/დისციპლინური პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების, შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერების, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილების შაბლონის მომზადება და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების მენეჯერისთვის მიწოდება;
** საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებლობა.

განათლება: აკადემიური უმაღლესი განათლება (კვალიფიკაცია სამართალმცოდნეობა)
მუშაობის გამოცდილება: სასურველია პროფესიით ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

საფუძვლიანად უნდა იცნობდეს შემდეგ სამართლებრივ რეგულაციებს:

** საქართველოს კანონს "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
** საქართველოს კანონმდებლობას პერსონალური მონაცემთა დაცვის სფეროში;
** საქართველოს კანონმდებლობას პროფესიული განათლების სფეროში;
** საქართველოს შრომის კანონმდებლობას;

დამატებითი ცოდნა:

** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
** დამატებითი ინფორმაცია - ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ: საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.

საგამოცდო ვადა: ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნება პირი 6 თვის საგამოცდო ვადით.

კონკურსის ეტაპები:

1. განცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება
3. პრაქტიკული (სიტუაციური) დავალება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი ელექტრონულ მისამართზე: info@blacksea.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კოლეჯი "ბლექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე