სამშენებლო მასალების ქარხანა "გრავექსი" (Gravex) წარმოადგენს სრულიად ავტომატიზებულ, თანამედროვე ბლოკის მწარმოებელ ქარხანას, რომელიც ქართულ სამომხმარებლო ბაზარს სთავაზობს სხვადასხვა სახის ინოვაციურ სამშენებლო ბლოკებსა და საინჟინრო გადაწყვეტილებებს.
გთავაზობთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** აქტიური კომუნიკაცია (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით - სოციალური ქსელების საშუალებით) კომპანიის არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან.
** კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაცნობა ახალი მომხმარებლისთვის.
** აქტიური მოლაპარაკებების წარმოება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან.
** საერთო ანგარიშის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის შესრულებული სამუშაოს შესახებ წარდგენა.
** გაყიდვების პერიოდული ანალიზი და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
** კორპორატიული შეკვეთების შესრულების (ჩაბარების) კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სექტორში.
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით სასურველია.
** ქართულად გამართული წერისა და მეტყველების უნარი.
** საოფისე პროგრამების ფლობა.
სამუშაო პირობები:
** დასაქმების ადგილი: ცოტნე დადიანის 115 (მეტრო "ნაძალადევთან").
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.
** ანაზღაურება: შედგება ფიქსირებული და ბონუსური ნაწილისგან.
ვაკანსიით დაინტერესებულ მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: mariami.hr.javaxishvili@gmail.com არაუგვიანეს 2026 წლის 28 აგვისტოს.
გაცნობებთ, რომ კომპანია "გრავექსი" ახორციელებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას მხოლოდ ვაკანტური პოზიციის ფარგლებში.
|