Робота для біженців з України
ხიდების ინჟინერ-მშენებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხიდების ინჟინერ-მშენებელი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
სამშენებლო კომპანია შპს "CONSTRUCTION SERVICE" აცხადებს ვაკანსიას ხიდების ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი / რეგიონები

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: მაღალი (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
** თქვენზე მორგებული ინდივიდუალური სოციალური პაკეტები;
** საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობა;
** პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლების შესაძლებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით, ხიდებისა და გვირაბების სპეციალიზაციით - აუცილებელია;
** მინიმუმ 5-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ხიდების მშენებლობაში - აუცილებელია;
** ხიდის კონსტრუქციების, მასალებისა და სამშენებლო ნორმების საფუძვლიანი ცოდნა;
** პროფესიულ დონეზე ინგლისური ენის ფლობა (დოკუმენტაციასთან, კომუნიკაციასა და საერთაშორისო გუნდთან სამუშაოდ) - აუცილებელია;
** საინჟინრო პროგრამების ცოდნა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ხიდების სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, კოორდინაცია და ზედამხედველობა;
** სამშენებლო პროცესების კონტროლი ტექნიკური პროექტისა და სტანდარტების შესაბამისად;
** ნახაზების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და სამუშაო ანგარიშების მომზადება;
** სამშენებლო გუნდის, კონტრაქტორებისა და პარტნიორების კოორდინაცია;
** უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფა პროექტზე.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV: jobs@cs.ge

მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება. ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.

დაგვიკავშირდით: 577 078 883

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "Construction Service"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction Service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე