Робота для біженців з України
ტექნიკური დოკუმენტაციის აღრიცხვის მთ. სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური დოკუმენტაციის აღრიცხვის მთ. სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას
ექსპლუატაციის დეპარტამენტის საექსპლუატაციო ღონისძიებების ტექნიკური დოკუმენტაციის აღრიცხვის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რეგიონული სამსახურებისა და სერვისცენტრების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვა, რომელიც შეეხება სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე დაგეგმილ საექსპლუატაციო და კაპიტალურ ღონისძიებებს;
** ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე მატერიალური რესურსების ხარჯვისა და შრომატევადობის მოქმედ ნორმებთან შესაბამისობის ანალიზი და დადგენილი წესის შესაბამისად შემდგომი რეაგირება;
** დამტკიცებული წლიური და ყოველთვიური გეგმების ფარგლებში შესრულებული საექსპლუატაციო და კაპიტალური სამუშაოების ამსახველი დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და ანალიზი;
** მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პროცესის კოორდინაცია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;
** გახარჯული სახსრების კაპიტალიზაციისა და ძირითადი საშუალებების ზრდასთან დაკავშირებული გენერალური დირექტორის ბრძანებების პროექტების მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია და ხელმძღვანელობის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური, საინჟინრო, ფინანსური, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ტექნიკური და ფინანსური დოკუმენტაციის ანალიზის უნარი;
** Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, Outlook) ცოდნა მომხმარებლის დონეზე

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 12.08.2026 და წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "საექსპლუატაციო ღონისძიებების ტექნიკური დოკუმენტაციის აღრიცხვის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტი".

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე