"თიენდარი" საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. თიენდარი საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco).
20 წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში.
ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს https://www.trd.ge/ ან მოგვწერეთ მეილზე info@trd.ge
Focused on Success
"თიენდარი" აცხადებს ვაკანსიას HoReCa მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** HoReCa სექტორის აქტიური მონიტორინგი, პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება და ბაზრის ანალიზი;
** ახალი ობიექტების (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, ესთეტიკის ცენტრები, ფიტნეს-ცენტრები და ა.შ.) მოზიდვა და კომპანიის პორტფელში დამატება;
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება;
** მიწოდების/სერვისის პროცესების სრული კონტროლი.
** კომერციული წინადადებების მომზადება, პრეზენტაციების ჩატარება და მოლაპარაკებების წარმოება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან (შესყიდვების მენეჯერები, შეფ-მზარეულები, სასტუმროს დირექტორები, ჰაუსქიფინგის სუპერვაიზერები და ა.შ).
** შეკვეთების მიღების, დამუშავებისა და ობიექტებზე დროულად მიწოდების პროცესის კონტროლი;
** დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და ვადების კონტროლი;
** ობიექტების სპეციფიკური საჭიროებების შესწავლა (მაგ. დოზატორების დამონტაჟების ორგანიზება, პროდუქციის სწორად გამოყენების ინსტრუქტაჟი) და შესაბამისი ტექნიკური ჯგუფის კოორდინაცია.
** არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი კმაყოფილების დონისა და საჭიროებების შეფასება;
** პოტენციური ობიექტების კლასიფიკაცია მასშტაბის, მოხმარების მოცულობისა და საჭიროებების მიხედვით (მაგ: პრემიუმ სეგმენტის სასტუმროები, სწრაფი კვების ქსელები, დიდი რესტორნები);
** პროფესიონალური ქიმიის შემთხვევაში - ობიექტზე პროდუქციის სატესტო რეჟიმში შეტანის ორგანიზება; ტესტირების შედეგების მონიტორინგი, ეფექტურობის დემონსტრირება (ხარისხის და ეკონომიურობის კუთხით) და კლიენტის საბოლოო დარწმუნება;
** კონკურენტების აქტივობების, საფასო პოლიტიკისა და შეთავაზებების მუდმივი ანალიზი ობიექტის შენარჩუნების ან გადაბირების მიზნით.
** ობიექტებზე პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა;
** პრობლემურ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება და ალტერნატიული გზების შეთავაზება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** HoReCa სექტორში B2B გაყიდვების ან კლიენტების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება (სასურველია საყოფაცხოვრებო/პროფესიონალური ქიმიის ან FMCG მიმართულებით);
** საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური ქიმიის ბაზრისა და პროდუქტების საბაზისო ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) და CRM სისტემის (მაგ. 1C, Apex, ინფო და ა.შ.) ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი.
პიროვნული თვისებები:
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის მაღალი დონე;
** შედეგზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის მენეჯმენტი და ერთდროულად რამდენიმე პროცესის მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი;
** კონკურენტული ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (დამატებული ობიექტების რაოდენობისგან, გაყიდვების ბრუნვისა და გეგმის შესრულების მიხედვით);
** საწვავის და ამორტიზაციის ხარჯების ანაზღაურება;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: hr@trd.ge. საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - HoReCa მიმართულების მენეჯერი.
CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ`` საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.
თიენდარი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|