სიდრი ზაქარა ეძებს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იზრუნებს კომპანიის გაყიდვების ზრდაზე, ახალი პარტნიორების მოძიებასა და არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარებაზე.
გაყიდვების მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი კლიენტების (HoReCa, ბარები, რესტორნები, კაფეები, მაღაზიები და საცალო ქსელები) მოძიება.
** არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება.
** გაყიდვების გეგმების შესრულება და გაყიდვების ზრდაზე მუშაობა.
** კომერციული შეთავაზებებისა და მოლაპარაკებების წარმოება.
** შეკვეთების მიღება და კოორდინაცია დისტრიბუციის გუნდთან.
** ბაზრის მონიტორინგი, კონკურენტების ანალიზი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
** გაყიდვების ანგარიშგების მომზადება.
მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები.
** შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** •Microsoft Office-ის საბაზისო ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი.
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი.
** კლიენტებთან შეხვედრები და სავაჭრო ობიექტების მონახულება.
** სამუშაო ავტომობილი ან საკუთარი ავტომობილით მუშაობის პირობები განიხილება ინდივიდუალურად.
დამატებითი პირობები:
** გამოსაცდელი ვადა - 3 თვე.
** კომპანიის მიერ ანაზღაურდება ულიმიტო სასაუბრო პაკეტი.
** ხელფასი: ფიქსირებული, განისაზღვრება ინდივიდუალურად (შესაძლებელია ბონუსური სისტემაც, შედეგების მიხედვით).
** ვეძებთ დაუყოვნებლივ!
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე იმეილზე (info@zakara.ge) და დაგვიკავშირდით:
598 29 31 61
|