Робота для біженців з України
დღიური მუშა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღიური მუშა
მომწოდებელი: სმარტ სოლუშენს
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
სამშენებლო კომპანია "სმარტ სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას დღიური მუშის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობის სფეროა, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობები.

სამუშაო ადგილი: საქართველო
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით

მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე სხვადასხვა ფიზიკური და დამხმარე სამუშაოების შესრულება
** მასალების ჩამოტვირთვა, გადაზიდვა და დასაწყობება
** ობიექტის დასუფთავება და სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმენდა
** სამუშაოთა მწარმოებლისა (პრორაბის) და ხელოსნების მითითებების შესრულება

უნარ-ჩვევები:

** ფიზიკური მომზადება და შრომისუნარიანობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა
** გუნდური მუშაობის უნარი

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ და დროულ ანაზღაურებას
** ხანგრძლივი თანამშრომლობის შესაძლებლობას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და აღჭურვილობას (ჩაფხუტი, ჟილეტი და ა.შ.)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 28 აგვისტომდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელფოსტის მისამართზე: i.murjikneli@ss.com.ge

გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე