Робота для біженців з України
ციფრული არხების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული არხების ოპერატორი
მომწოდებელი: პისიშოპ.ჯი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
შპს "პისიშოპ.ჯი" კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.

კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის და ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/

კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული არხების ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

** საკომუნიკაციო არხებზე მოსული მოთხოვნების დამუშავება, პასუხის გაცემა და განაწილება პასუხისმგებელი პირებისთვის;
** ონლაინ შეკვეთის მიღება, დამუშავება და მიწოდების დაგეგმვა;
** შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა;
** პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პოტენციური მომხმარებლებისთვის;
** საჭიროებისას მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** პრობლემის დროულად იდენტიფიცირება და ოპერატიულად მოგვარება;
** რეპორტინგი შესრულებული სამუშაოს შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველების და გადმოცემის უნარი;
** აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** მოტივირებულობა;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** სწავლას და კარიერულ წინსვლას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@pcshop.ge

გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურის ველში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე