"ANAX" არის საინჟინრო კომპანია, რომელიც საქმიანობს MEP სისტემების, სახანძრო უსაფრთხოების, HVAC, ელექტრო და სხვა საინჟინრო მიმართულებებით.
კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ რეგიონულ დირექტორს, რომელიც უხელმძღვანელებს დასავლეთ საქართველოს მიმართულებას.
ძირითადი მოვალეობები:
** დასავლეთ საქართველოს რეგიონში კომპანიის საქმიანობის სრული მართვა.
** მიმდინარე პროექტების, ვადებისა და შესრულების ხარისხის კონტროლი.
** პროექტების გუნდების, ინჟინრებისა და სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია.
** დამკვეთებთან, პარტნიორებთან და სამშენებლო კომპანიებთან ურთიერთობის მართვა.
** ახალი პროექტებისა და ბიზნესშესაძლებლობების მოძიება.
** საოპერაციო და ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი.
** ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ანგარიშების მომზადება.
** კომპანიის სტანდარტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება.
** უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო ან საინჟინრო სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
** ლიდერული, მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მიღების ძლიერი უნარები.
** პროექტების მართვის გამოცდილება.
** MS Office-ის კარგი ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ლიდერული უნარები.
** შედეგზე ორიენტირებულობა.
** ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი.
** დამოუკიდებლად და მაღალი დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
** ბონუსების სისტემას შესრულებული შედეგების მიხედვით.
** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
** მასშტაბურ საინჟინრო პროექტებზე მუშაობას.
** პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@anax.ge
ელფოსტის თემაში მიუთითეთ: "რეგიონული დირექტორი - ბათუმი".
|