Робота для біженців з України
ავტო ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტო ასისტენტი
მომწოდებელი: Autosell Georgia
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
"Autosell Georgia" აცხადებს ვაკანსიას ავტო ასისტენტის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან და ენერგიულ ავტო ასისტენტს, რომელიც დაგვეხმარება
ავტომობილებთან დაკავშირებულ ყოველდღიურ პროცესებში.

მოთხოვნები:

** მართვის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
** ავტომობილის კარგად ტარების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა და კომუნიკაბელურობა

მოვალეობები:

** ავტომობილების გადაადგილება
** ავტომობილების ფოტო/ვიდეო გადაღება
** კლიენტებთან კომუნიკაცია
** ავტომობილების მოწესრიგებაში დახმარება (ასისტენტი არ არის ჩართული
უშუალო პროცესში, უბრალოდ ავტომობილი მიჰყავს სამრეცხაოში ან საჭიროების
შემთხვევაში სხვა ლოკაციაზე)
** სხვადასხვა საორგანიზაციო დავალებების შესრულება

პირობები:

** მეგობრული გარემო
** ფიქსირებული ხელფასი: 1500 ლარი
** საწვავის ხარჯის ანაზღაურება
** დამატებითი ბონუს სისტემა (გაყიდული ავტომობილის საკომისიოს 10%-20%)

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV და დაურთეთ თქვენი ფოტო.

ელფოსტა: Hr@autosell.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე