Робота для біженців з України
საოფისე ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოფისე ასისტენტი
მომწოდებელი: ბარონ მედიქალი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
"Baron Medical" არის რეპროდუქციული კლინიკა, რომელიც ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ თანამშრომელს საოფისე ადმინისტრაციული საქმიანობის შესასრულებლად.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას ქ. №13
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00

ძირითადი მოვალეობები:

** საოფისე პროცესების ყოველდღიური მართვა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** პაციენტების სამედიცინო ინფორმაციის CRM სისტემაში შეტანა და განახლება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის მიღება, გადამოწმება და სისტემატიზაცია;
** დოკუმენტების სკანირება, ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და შესაბამის საქაღალდეებში (Folders) განაწილება;
** პაციენტებთან დაკავშირებული ანალიზების, კვლევებისა და სხვა სამედიცინო დოკუმენტების სპეციალურ პლატფორმაზე ატვირთვა;
** პაციენტების მონაცემების სრულყოფილად შევსება და მუდმივი განახლება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესრულება და გუნდის წევრების მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სწრაფად სწავლისა და ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი.

თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV secretarygeorgia@surmom.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე