Робота для біженців з України
თბომავლის მემანქანე - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თბომავლის მემანქანე
მომწოდებელი: რუსთავის აზოტი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.

სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.

სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას თბომავლის მემანქანის პოზიციაზე

ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა (ყოველი მე-4 დღე)

ძირითადი მოვალეობები:

** თბომავლის მართვა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი
** ვაგონების მანევრირება საწარმოს შიდა სარკინიგზო ქსელზე, უსაფრთხოების ნორმების დაცვით
** სამუშაოს დაწყებამდე და დასრულების შემდეგ თბომავლის დათვალიერება და ტექნიკური გამართულობის შემოწმება
** გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ინფორმირება შესაბამისი სამსახურის
** სამუშაო დოკუმენტაციისა და ჟურნალების წარმოება
** შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების მკაცრი დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** თბომავლის მემანქანის შესაბამისი კვალიფიკაცია/სერტიფიკატი
** მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია საწარმოო გარემოში)

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი)
** ტრანსპორტირება

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: rustaviazot.hr@ge.indorama.com

გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე