Робота для біженців з України
ბარისტა - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: Espresso Cup
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
ქ. რუსთავში კაფე "Espresso Cup" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყავისა და სხვა სასმელების მომზადება: მაღალი ხარისხის ყავის (ესპრესო, კაპუჩინო, ლატე და ა.შ.), ცივი სასმელების, კოქტეილების და მენიუში არსებული სასმელების მომზადება სტანდარტების დაცვით.
** მომხმარებელთა მომსახურება: მომხმარებლისთვის მეგობრული და პროფესიონალური მომსახურების გაწევა, მენიუს დეტალურად გაცნობა და შეთავაზება.
** სამუშაო ადგილის სისუფთავე: ბარის და სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნება სანიტარიული ნორმების შესაბამისად.
** ნაღდი ფულისა და ტერმინალის ოპერაციები: სალაროსთან მუშაობა, შემოსავლების სწორი გატარება და ცვლის დასრულებისას ანგარიშგება.
** მარაგების კონტროლი: ინვენტარის მონიტორინგი და მენეჯმენტის ინფორმირება საჭირო პროდუქტების შესახებ.
** სამუშაო პროცესის გამართულობა: სამუშაო ადგილის მუდმივი მონიტორინგი და მარაგების (ყავა, რძე, ინგრედიენტები და ა.შ.) ოპერატიული შევსება, რათა მომსახურების პროცესი არ შეფერხდეს.

მოთხოვნები:

** გამოცდილება: აუცილებელია მინიმუმ 1 წელი.
** პასუხისმგებლობა: პუნქტუალურობა და დისციპლინა.
** უნარები: კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი და სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პრობლემების გადაჭრის უნარი.
** ენები: სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: დღის და საღამოს სმენები (ცვლები).
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა + თიფი.

დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 574 103011 ან გამოაგზავნეთ CV ელფოსტის მისამართზე: Tsamniashvili06@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე