Робота для біженців з України
B2B გაყიდვების მენეჯერი - საკონდიტრო მიმართულება - აჭარა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი - საკონდიტრო მიმართულება
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია ბიკო
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
კომპანია "BBS"/შპს "ბიკო" არის საკონდიტრო ინგრედიენტებისა და ნედლეულის დისტრიბუტორი ბათუმსა და აჭარაში. ჩვენ წარმოვადგენთ წამყვან ბრენდებს (მათ შორის "Puratos") და ვაწარმოებთ იმპორტს.

ვეძებთ გამოცდილ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც განავითარებს საკონდიტრო მიმართულებას აჭარაში — მოძებნის ახალ კლიენტებს (საკონდიტროები, საცხობები, სასტუმროები, რესტორნები, წარმოებები) და ააშენებს მათთან გრძელვადიან, სისტემურ ურთიერთობას.

ეს არის საველე, აქტიური გაყიდვების პოზიცია — ახალი კლიენტების მოძიება და ობიექტებზე გასვლა, და არა ოფისში/მაღაზიაში შემომავალი შეკვეთების მიღება.

რას აკეთებთ:

** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა აჭარის ბაზარზე;
** კლიენტის საჭიროების გამოვლენა და გადაწყვეტის შეთავაზება (მარტო პროდუქტი კი არა — გადაწყვეტა);
** პროდუქციის ტესტირების, დეგუსტაციებისა და მასტერკლასების ორგანიზება (Puratos-ის ტექნოლოგებთან ერთად);
** პირველი შეკვეთიდან რეგულარულ თანამშრომლობამდე მიყვანა და ასორტიმენტის გაფართოება;
** ბაზრის შესახებ ინფორმაციის შეგროვება (ახალი ობიექტები, სპეციალისტები, ცვლილებები);
** მუშაობის სისტემური აღრიცხვა კომპანიის ხელსაწყოებში (Fina / Asana).

ვის ვეძებთ:

** გაყიდვების ან საკონდიტრო/კვების სფეროს გამოცდილება (B2B / HoReCa — უპირატესობა);
** მოლაპარაკების უნარი მფლობელებთან, შეფ-კონდიტერებთან, ტექნოლოგებთან;
** სიმწიფე, პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლად შედეგზე მუშაობის უნარი;
** საკუთარი ტრანსპორტი;
** საკონდიტრო წარმოების საბაზისო გაგება — დიდი უპირატესობა (ტექნოლოგიურ ცოდნას გავაძლიერებთ Puratos-თან ერთად).

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ფიქსირებული ხელფასი + გამჭვირვალე ბონუსი შედეგზე (დეტალები გასაუბრებაზე);
** პროფესიული ტრენინგი და სწავლება "Puratos"-თან თბილისში + მუშაობა ბრენდის ტექნოლოგებთან;
** კორპორაციული მობ. კავშირი (ინტერნეტი), საწვავი, ავტომობილის ამორტიზაცია;
** განვითარებული ინფრასტრუქტურა (მაღაზია, საწყობი, ლოგისტიკა) — შენ ყიდი, დანარჩენს ჩვენ უზრუნველვყოფთ;
** გუნდი, რომელიც მაქსიმალურად დაგეხმარება.

CV გამოაგზავნეთ მისამართზე hr@grassbatumi.ge

წერილის თემაში (subject) მიუთითეთ: B2B გაყიდვების მენეჯერი — [სახელი გვარი]

წერილში მოკლედ (3-4 წინადადება) გვიპასუხეთ: რატომ ფიქრობთ, რომ სწორედ თქვენ შეძლებთ ამ მიმართულების განვითარებას?
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე