Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: თბილისი ცენტრალი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
სს "თბილისი ცენტრალი" აცხადებს 1 (ერთ) ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: "თბილისი ცენტრალის" ადმინისტრაცია
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი; 10-18 საათი; საჭიროების შემთხვევაში, შაბათ-კვირა

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების კონტროლი;
** სალაროს ოპერაციების შემოწმება, პროგრამაში ასახვა და შედარება რეპორტებთან;
** საბანკო ტერმინალების დამუშავება, საბუღალტრო პროგრამებში ასახვა და შედარება შესაბამის პროგრამებთან;
** საჭიროების შემთხვევაში ინკასაციების პროცესებზე დასწრება და სალაროს ნაშთის შემოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ნაღდ და უნაღდო ოპერაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** EXCEL მუშაობის გამოცდილება;
** საბანკო ტერმინალებთან მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრად ან საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ სამი წელი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე info@tbilisicentral.ge არაუგვიანეს 2026 წლის 31 აგვისტოსა.

გთხოვთ, წერილის, თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე