Робота для біженців з України
საწყობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: Infinity Ventures Holding
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
"Infinity Ventures Holding" (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში.

ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:

** Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;
** Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
** Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;
** Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
** ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

"Infinity Ventures Holding" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** საწყობის მართვა (საცალო ვაჭრობა);
** საწყობში საქონლის მიღება, მათი რაციონალური განთავსება და გაცემა;
** დასაწყობებული საქონლის მიღებისა და გაცემის ოპერაციების 1C პროგრამაში აღრიცხვა;
** სასაწყობე ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწყობში მუშაობის გამოცდილება, 1 წლამდე;
** 1C-ში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ფორმატი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00
** ლოკაცია: თბილისი, წერეთელი, სტანისლავსკის 1

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@ivh.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე