Робота для біженців з України
მძღოლ-დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: თოში
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
სადისტრიბუციო კომპანია "თოში" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.

სადისტრიბუცი კომპანია "თოში" საქართველოს ბაზარზე 2020 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო კომპანიას ჰორეკა მიმართულებით.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პროდუქციის დროული და ზუსტი მიწოდება მომხმარებლისთვის.
** საწყობიდან პროდუქციის მიღება, მითვლა/დატვირთვის პროცესში მონაწილეობის მიღება.
** მომხმარებლისთვის პროდუქციის გადაცემა ან ლოკაციაზე დატოვების შემთხვევაში პროდუქციის დასურათება, დალოდება მითვლის პროცესის ბოლომდე.
** ტრანსპორტის ყოველდღიური ვიზუალური შემოწმება და ჩეკლისტის შევსება (საწვავი, ზეთი, ბორბლები).
** მანქანის სისუფთავის დაცვა.
** თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია მომხმარებლებთან, პრობლემის შემთხვევაში გადამისამართება ხელმძღვანელთან.
** გაწერილი მარშრუტების და განსაზღვრული მიმართულებების დაცვა.
** სატრანსპორტო საშუალების მართვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესების, ნორმებისა და სიჩქარის რეჟიმების სრული.

სასურველი ცოდნა და აუცილებელი უნარები:

** სასურველია გამოცდილება დისტრიბუციის მიმართულებით
** მართვის მოწმობა: B კატეგორია
** სასურველია სალარო (ჩეკის აპარატთან მუშაობის გამოცდილება)
** კომუნიკაბელურობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა

ანაზღაურება და სამუშაო დრო:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, აფრიკა.
** სამუშაო განრიგი: ცვლადი/მოქნილი სამუშაო გრაფიკი. კვირაში 5-6 დღე.
** ანაზღაურება: 1400-2000 (დამოკიდებულია სამუშაო განრიგზე)

დაგვიკავშირდით:

თუ ხართ მოტივირებული, პასუხისმგებლობიანი და გსურთ გახდეთ ჩვენი დინამიკური გუნდის წევრი, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მითითებულ მისამართზე: imindiashvili@toshi.ge ან, დაგვიკავშირდით მითითებულ ტელეფონის ნომერზე: 551380022
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე