Робота для біженців з України
სტანდარტიზებული/სიმულაციური პაციენტის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტანდარტიზებული/სიმულაციური პაციენტის
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის სტანდარტიზებული/სიმულაციური პაციენტის (პაციენტის როლის შემსრულებელი პირი) პოზიციაზე ქართულენოვან/ინგლისურენოვან პროგრამებზე.

სტანდარტიზებული/სიმულაციური პაციენტი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, წინასწარ გაწერილი სცენარის მიხედვით მოირგოს პაციენტის როლი და სიმულაციურ ცენტრში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მანიპულაციაში/პროცედურაში.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 17/ლუბლიანას ქუჩა 35
** გრაფიკი/დრო: არასრული განაკვეთი (საგამოცდო განრიგიდან გამომდინარე)

ძირითადი მოვალეობები:

** ითანამშრომლოს საგნის განმახორციელებლებთან, გამომცდელებთან და ადმინისტრაციასთან, საგამოცდო პროცესში პაციენტის როლის სტატუსით;
** შეძლოს სხვადასხვა დაავადების სიმულირება წინასწარ გაწერილი ჩექ-ლისტის მიხედვით;
** მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მანიპულაციაში (მაგ: წნევის გაზომვა, პულსის გასინჯვა, ეკგ გადაღება, ფილტვების აუსკულტაცია მოსმენა და ა.შ),
** საჭიროების შემთხვევაში სტუდენტს მისცეს კონსტრუქციული უკუკავშირი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
** ინგლისური ენა -B1 (მეტყველება, წერა).

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: simulationcenter@eu.edu.ge.

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 24 აგვისტო.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე