პოზიციის დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: არასრული
საქმიანობის სფერო: ბეტონის მილების წარმოება / ავტოსერვისი
სამუშაოს მოკლე აღწერა:
** შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ნორმების მიხედვით;
** საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკის შეფასების დოკუმენტაციის მომზადება;
** სწავლების/ინსტრუქტაჟების ორგანიზება და ჩატარება შრომის უსაფრთხოების საკითხებში;
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის რეგულარული შემოწმება და ინსპექტირება;
** ინციდენტების მოკვლევა, სტატისტიკის წარმოება და პრევენციის ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი რეაგირება
** სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის შესაბამისი რეგულაციების აღსრულებისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე, სულ მცირე, 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** ანაზღაურება - ფიქსირებული
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
|