Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კლინიკა კანი
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
"კანი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: გიორგი სააკაძის დაღმართი N11
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სრული საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა;
** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და გადახდების კონტროლი;
** მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ანგარიშსწორების კონტროლი;
** თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** ყოველთვიური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება;
** ფინანსური მონაცემების ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების მომზადება;
** ბუღალტრულ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
** RS-ის პორტალთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა
** ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პროფესიული ეთიკა და კონფიდენციალურობის დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას (შეთანხმებით);
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ, პროფესიონალურ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: hr@kani.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: "ბუღალტერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე