რესტორანი "ხაშერია" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დიასახლისის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სამღებროს ქუჩა 9/11
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო სივრცის სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
** სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა (საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით);
** დარბაზის მოწმენდა/მოსუფთავება.
** რესტორნის სამზარეულოს: შიდა და გარე სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სამუშაო დღის განმავლობაში წესრიგის შენარჩუნება.
საჭირო უნარები:
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კვებას;
** მრავალფეროვან და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: khasheriage@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|