"ჯი თი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის პოზიციაზე.
განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ხელმძღვანელის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა;
** ავტომობილის ტექნიკური გამართულობისა და სისუფთავის კონტროლი;
** ავტომობილის პერიოდული ტექნიკური მომსახურებისა და სერვისის დაგეგმვა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა საქმიანი და პირადი დავალებების შესრულება;
** კონფიდენციალურობის სრული დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** თბილისის ქუჩებისა და საგზაო ქსელის კარგი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|