Робота для біженців з України
რეგისტრატორი, დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი, დამლაგებელი
მომწოდებელი: ფსიქეა
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
"ფსიქეა" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის და დამლაგებლის პოზიციაზე.

1. რეგისტრატორი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რევაზ მარგიანის 20
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკაში მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა;
** მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის სამედიცინო მომსახურებაზე დარეგისტრირება/გადამისამართება/ჩაწერა;
** მომსახურების საფასურის გადახდის პროცესის დადგენილი წესების შესაბამისად წარმართვა;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (განიხილებიან სტუდენტებიც);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;

2. დამლაგებელი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო ცენტრის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის დალაგება-დასუფთავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** ჰიგიენური, წესების დაცვა და მონიტორინგი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება.

ელ ფოსტა: info@psychea.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე