Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=739284&print=yes&view=jobs
 
სავალუტო პუნქტის მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავალუტო პუნქტის მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: Money Exchange Plus
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
კომპანია "MONEY EXCHANGE PLUS" აცხადებს ვაკანსიას
სავალუტო პუნქტის მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ვალუტის გაცვლითი ოპერაციების შესრულება ოპერატიულად და ზუსტად
** სალაროში ნაღდი ფულის მიღება/გაცემა, სალაროს ბალანსის კონტროლი
** კლიენტთა თავაზიანი და პროფესიული მომსახურება, მათთვის მიმდინარე კურსის შეთავაზება
** ვალუტის ნამდვილობის შემოწმება (ყალბი კუპიურების იდენტიფიკაცია)
** დღის ბოლოს სალაროს ოპერაციების შეჯამება და ანგარიშგება
** შიდა წესების და ეროვნული ბანკის რეგულაციების დაცვა

მოთხოვნები და უნარები:

** ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ან ბანკში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** უცხოური ვალუტების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა.
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
** ეროვნული ბანკის რეგულაციების საბაზისო ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური/რუსული - სასურველია)

სამუშაო ადგილი: თბილისი, ცენტრალური უბანი
სავალუტო პუნქტის სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 მდე.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - კვირის ჩათვლით, ცვლიანობის გრაფიკით
ანაზღაურება: 800 -1000 ლარი (net), ზრდის პერსპექტივით

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20.08.2026

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი CV მეილზე: job_and_vacancies@yahoo.com და მეილის subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სავალუტოს მოლარე-ოპერატორი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია