Робота для біженців з України
Post-Sale მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Post-Sale მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: iSupport
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
"iSupport | Apple Authorised Service Provider" აცხადებს Post-Sale მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერის ვაკანსიას,

თუ ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და გაქვს გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურებაში, ეს პოზიცია შენთვისაა!

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი: სრული
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 1615 GEL (Gross) + საბონუსე სისტემა (3 თვის შემდეგ)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან ეფექტური, თავაზიანი და გამართული კომუნიკაცია
** მომხმარებელთა პროფესიონალური კონსულტაცია კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
** სერვისში შემოსული პროდუქციის მიღება და შემდგომი მიმდინარე პროცესების მონიტორინგი
** მიღება-ჩაბარების აქტებისა და ტექნიკური დასკვნების მომზადება/გაცემა
** სერვისების, აქსესუარებისა და სათადარიგო ნაწილების გაყიდვა
** საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ჩატებსა და ქოლცენტრის არხებში აქტიური მუშაობა
** კომპანიის შიდა პროგრამებში მონაცემების კორექტული და დროული ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (B2/C1 დონე — როგორც წერითი, ისე ზეპირი კომუნიკაცია);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (დახვეწილი, გამართული მეტყველება და ორთოგრაფიულად გამართული წერა);
** სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების ან გაყიდვების სფეროში (ჩაითვლება უპირატესობად);
** ეფექტური კომუნიკაციის, არგუმენტირებული მსჯელობისა და ვერბალური პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ მზად ხარ, გახდე წარმატებული საერთაშორისო გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/3BWvGYee

შენი კარიერა იწყება აქ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე