"Wei Yap Architects" არის დიზაინზე ორიენტირებული საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია თბილისში.
ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის პროექტებზე: საცხოვრებელი, მრავალფუნქციური და ურბანული მიმართულებით, როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
ჩვენი გუნდი აერთიანებს ქართველ და საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორებს, ურბანისტებსა და დიზაინერებს.
"Wei Yap Architects"-ში ვეძებთ პროექტების ადმინისტრაციული მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
ძირითადი მოვალეობები:
** არქიტექტურის სამსახურის უფროსის დავალებით შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და შექვედრების ოქმების წარმოება;
** შეხვედრაზე შეთანხმებული და შესაბამის ოქმში ასახული საკითხების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
** მოთხოვნის შესაბამისად, სხვადასხვა ჭრილში, არქიტექტურის სამსახურთან დაკავშირებული ანგარიშგებების მომზადება;
** ხელშეკრულებების და სხვა ადმინისტრაციული/სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება;
** დოკუმენტების შენახვის, მართვის და დაარქივების პროცედურის შექმნა და პროცესის მართვა;
** საპროექტო დოკუმენტაციის შეგროვება, ფაილინგი და დაარქივება;
** არქიტექურულ პროექტებში შეტანილი ცვლილებების ასახვა/ფაილინგი;
** არქიტექტურული პროექტების მსვლელობის/შესრულების/დასრულების ვადების კონტროლი;
** სხვა დეპარტამენტების მოთხოვნების/საჭიროების (სეილები, სერვისები, ქოლი, პროექტები და სხვ.) მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** მომიჯნავე დისციპლინის მომსახურების მომწოდებლებთან კომუნიკაცია - დოკუმენტაციის გამოთხოვა/ინფორმაციის მიწოდება, ვადების კონტროლი, მომსახურების მიღების/გადამისამართების მონიტორინგი;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ადმინისტრაციული და საოფისე პროცესების მართვის გამოცდილება;
** დოკუმენტბრუნვისა და არქივირების სისტემების ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint) კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|