"სპა ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 10:00-დან 18:00-მდე [დასვენების დღეები შაბათი/კვირა]
ანაზღაურება: 1800 ლარი [ხელზე ასაღები]
ძირითადი მოვალეობები:
** შესყიდვების სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვა / ორგანიზება;
** ლოჯისტიკური პროცესების მუდმივი ზედამხედველობა;
** ბაზრის შესწავლა, მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება;
** მომწოდებლების ბაზრის კვლევა და ალტერნატიული შემოთავაზებების / ახალი პარტნიორების მოძიება;
** შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სამედიცინო ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** პუნქტუალურობა,
** ორგანიზებულობა,
** დეტალებზე ორიენტირებულობა,
** დროის ეფექტურად მართვა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|