შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" გახლავთ ცემენტის მწარმოებელი კომპანია, რომელიც უკვე 11 წელია აწარმოებს ცემენტს და ემსახურება საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს.
შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული - 40 საათიანი სამუშაო კვირა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (შაბათი ან კვირა მონაცვლეობით) - 09:00-15:30 სთ
ვაკანსიის მდებარეობა: ქ. ფოთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამუშაო ტერიტორიების სისუფთავეზე ზრუნვა;
** ყოველდღიურად ოთახებში მტვრის აღება ზედაპირებიდან (მაგიდები, კომპიუტერები და სხვა ინვენტარი);
** იატაკებისა და პლინტუსების დამუშავება სველი წესით;
** სველი წერტილების დასუფთავება და დეზინფექცია;
** ნარჩენების მოგროვება და გადაყრა;
** სამზარეულოს მოწესრიგება, ჭურჭლის დარეცხვა;
** თვეში ორჯერ ფანჯრების დასუფთავება სველი წესით;
** სამეურნეო მარაგების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** სისუფთავისა და წესრიგის მაღალი სტანდარტი.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობა;
** კეთილსინდისიერება.
კომპანია უზრუნველყოფს:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს.
კანდიდატების შერჩევა მოხდება: სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gcco.ge მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: დიასახლისი.
გისურვებთ წარმატებას!
|