Робота для біженців з України
მძღოლ-დისტრიბუტორი - C კატეგორია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი - C კატეგორია
მომწოდებელი: ქორუგატორი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
ერთ-ერთი მოწინავე გოფრირებული მუყაოს მწარმოებელ კომპანია "ქორუგატორი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის (C კატეგორია) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, კოსტავას ქუჩა N4
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00-18:00 სთ
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
ანაზღაურება: 1800 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება მომხმარებლებთან;
** მარშრუტების დაგეგმვა და ეფექტური დისტრიბუციის უზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური კონტროლი;
** ავტომობილის ტექნიკური მომსახურების საჭიროების აღრიცხვა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** სასაქონლო და სატრანსპორტო დოკუმენტაციის სწორად წარმოება;
** კლიენტებთან კომუნიკაცია პროდუქციის მიწოდების პროცესში;
** საწყობისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
** საგანგებო სიტუაციებზე (ავარია, ტექნიკური გაუმართაობა და სხვა) ოპერატიული რეაგირება;
** საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ტრანსპორტირების ან დისტრიბუციის მიმართულებით;
** საშუალო განათლება;
** C კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საგზაო მოძრაობის წესების კარგი ცოდნა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ დასაქმებას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე: tarakhamia@onepoint.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია ვან ფოინთმა დაამუშაოს და საჭიროების შემთხვევაში, მესამე მხარეს გადასცეს თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე