Робота для біженців з України
ტექნიკური პერსონალი — ავტოპარკის ტექნიკური კონტროლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური პერსონალი — ავტოპარკის ტექნიკური კონტროლი
მომწოდებელი: ჰერცი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
კომპანია "ჰერცი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური პერსონალის პოზიციაზე ავტოპარკის მართვისა და ტექნიკური კონტროლის მიმართულებით.

პოზიციის მიზანი: ტექნიკური პერსონალის მთავარი ამოცანაა კომპანიის ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი, დაზიანებების დროული გამოვლენა, სერვისების მონიტორინგი და ავტომობილების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომობილების ვიზუალური და ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება;
** სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების დაზიანებების პირველადი შეფასება;
** გეგმური სერვისების, შეკეთებებისა და ტექნიკური სამუშაოების კონტროლი;
** სერვის ცენტრებთან კომუნიკაცია და შესრულებული სამუშაოების გადამოწმება;
** ავტომობილის დაზიანების, ავარიის ან ხაზზე გაჩერების შემთხვევაში პირველადი რეაგირება;
** საჭიროების შემთხვევაში ადგილზე გასვლა და ავტომობილის მდგომარეობის შეფასება;
** შესრულებული სამუშაოების, დაზიანებებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიწოდება Fleet Manager-ისთვის;
** ავტომობილის ჩაბარება-გადაბარების პროცესში ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება;
** ფოტო-მასალის, აქტების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
** განმეორებითი დაზიანებების ან უხარისხო შეკეთების გამოვლენა;
** მძღოლებისგან მიღებული ტექნიკური ინფორმაციის გადამოწმება;
** კომპანიის შიდა წესებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება ავტომობილების ტექნიკური მომსახურების, სერვისის, მექანიკის, ავტოპარკის ან მსგავს მიმართულებაში;
** სატვირთო ან მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური აგებულების საბაზისო ცოდნა;
** დაზიანებების პირველადი შეფასების უნარი;
** სერვისთან და მძღოლებთან სწორი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ქართული ენის კარგი ცოდნა;
** მართვის მოწმობის ც კატეგორია, ჩაითვლება უპირატესობად.

სასურველია:

** სატვირთო ავტომობილებთან მუშაობის გამოცდილება;
** საბურავების, მუხრუჭების, სავალი ნაწილის, ძრავის, ელექტრობის ან სამაცივრე დანადგარების საბაზისო ცოდნა;
** ავტოსერვისში, ლოგისტიკურ ან სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** დაზიანების შეფასებისა და დოკუმენტირების გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ Intermediate დონეზე, მომხმარებლის სახელმძღვანელოებთან სამუშაოდ.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობა;
** სწრაფი რეაგირება;
** დისციპლინა;
** პრაქტიკული აზროვნება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემის სწორად აღწერის და გადაცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** ანაზღაურება: განიხილება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად;
** შერჩეულ კანდიდატს ჩაუტარდება სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული საწყისი ინსტრუქტაჟი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: s.bitsadze@hertz.com.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: ტექნიკური პერსონალი — ავტოპარკის ტექნიკური კონტროლი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე