Робота для біженців з України
SEO მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: SEO მენეჯერი
მომწოდებელი: Setanta Bet
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
"Setanta Bet" აცხადებს ვაკანსიას SEO მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ეფექტური SEO კონტენტის შექმნა ბლოგების, ვებსაიტებისა და სოციალური მედიის გვერდებისთვის;
** On Page ოპტიმიზაციისთვის საჭირო ტექნიკური ცვლილებების უზრუნველყოფა;
** SEO სააგენტოსთან ეფექტური თანამშრომლობის წარმართვა;
** საიტის OFF Page ოპტიმიზაცია - საიტის გარეთ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გვერდების დალინკვა Setanta Bet-ზე;
** SEO-სთვის საჭირო ხელსაწყოების მიზნობრივად გამოყენება შედეგების მონიტორინგისა და გაუმჯობესებისთვის;
** ქივორდების მუდმივი ანალიზი/მოძიება და საიტის ოპტიმიზაციაზე მუშაობა;
** ბექლინკების სტრატეგიის შემუშავება და მონიტორინგი;
** კონტენტის შესაბამისი SEO-friendly ლინკების შექმნა;
** კონტენტის მიხედვით Meta ინფორმაციის შექმნა და ინტეგრაცია;
** პროცესის ოპტიმიზაციისთვის SEO-ს საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა და მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ციფრული აქტივობების წარმატების გაზომვა სხვადასხვა ანალიტიკური პლატფორმის (FB Analytics, Google Analytics) გამოყენებით;

კომპეტენციები და უნარები:

** სასურველია უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მონათესავე სფეროს მიმართულებით;
** SEO მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება (სასურველია iGaming, Betting ან Digital სფეროში);
** SEO ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** SEO კონტენტის შექმნისა და ოპტიმიზაციის პრაქტიკული გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი და ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნების უნარები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: careers@setanta.bet
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე