Робота для біженців з України
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების შემუშავების, დანერგვის, განხორციელებისა და მათი ეფექტიანობის შეფასების ხელშეწყობა;
** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ყოველდღიური საქმიანობის ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭერა;
** სწავლა-სწავლების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილეობა;
** საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, განვითარების, მოდიფიცირებისა და პერიოდული შეფასების პროცესში მონაწილეობა;
** საგანმანათლებლო პროგრამების ყოველწლიური შეფასების პროცესის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერა;
** სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდული მონიტორინგი;
** სტუდენტების, კურსდამთავრებულების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის, დამსაქმებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების გამოკითხვების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წლიური სამოქმედო გეგმისა და წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
** ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია და შესაბამისი ინფორმაციის დროული გაცვლა;
** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ორგანიზება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროს მარეგულირებელი მოთხოვნების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების ცოდნა;
** საგანმანათლებლო დოკუმენტაციის დამუშავებისა და ტექნიკური გადამოწმების უნარი;
** რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების დამუშავების, ანალიზისა და შეფასების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების - Microsoft Word, Excel, PowerPoint კარგი ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი;
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციის უნარი;
** პუნქტუალურობა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პასუხისმგებლობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@giu.edu.ge. წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი"წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი რეზიუმეს განხილვა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე