Робота для біженців з України
კონდიტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონდიტერი
მომწოდებელი: NQ Hospitality Management Group
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
"NQ Hospitality Management Group" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე! თუ ხარ შემოქმედებითი, მოტივირებული და გიყვარს სტუმარ-მასპინძლობის სფერო, შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი ჩვენი სასტუმროებისა და რესტორნების გემრიელი სამყაროს ნაწილი.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის დესერტებისა და საკონდიტრო ნაწარმის მომზადება.
** დადგენილი რეცეპტებისა და მაღალი ხარისხის სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა.
** პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი.
** სამუშაო სივრცეში ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების მკაცრი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საკონდიტრო ტექნოლოგიების ცოდნა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** HACCP (ჰასპი) სტანდარტების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

რას გთავაზობთ:

** პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** კარიერული განვითარების შესაძლებლობებს.

დაინტერესების შემთხვევაში: გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@nqhospitality.com

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ: კონდიტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე