რეზიდენციული ზრუნვის სახლი "ლელიანი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური ხარისხისა და მოვლის სტანდარტების კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, რეზიდენციული ზრუნვის სახლი "ლელიანი".
სამუშაო საათები: სრული ან ნახევარი განაკვეთი
"ლელიანი" არის მაღალი სტანდარტის, სასტუმროს ტიპის 60+ ადამიანებისთვის ზრუნვის დაწესებულება, რომელიც გადამზადებული პროფესიონალებით (ექთნები და მზრუნველები) დაკომპლექტებული გუნდისგან შედგება და ემსახურება მათ, ვისაც საექთნო და ხანგრძლივი მოვლა ან პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროება.
ჩვენს მომსახურებაში გათვალისწინებულია:
რეზიდენციული მომსახურება: გულისხმობს ხანდაზმული ადამიანის ხანგრძლივი ვადით დაბინავებას "ლელიანში".
ხანგრძლივი საექთნო მოვლა:
განკუთვნილია იმ მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუდმივი მეთვალყურეობა, ექთნების დახმარება ან პოსტოპერაციული მოვლა ესაჭიროებათ.
პალიატიური მზრუნველობა:
სენით დაავადებულ პირებზე ზრუნვას. ეს არის მიდგომა, რომელიც აუმჯობესებს სიცოცხლის ხანგრძლივობის შემზღუდველი დაავადებების მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს.
ამოსუნთქვის" მომსახურება:
იძლევა 65 წელს გადაცილებული ადამიანების კომფორტულ, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში მცირე ხნით დატოვების შესაძლებლობას.
** ყველა მომსახურება მოიცავს ექთნებისა და მზრუნველების 24-საათიან მეთვალყურეობასა და ექიმის დაკვირვებას.
** ვეძებთ გამოცდილ და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს მაცხოვრებლებისთვის გაწეული მოვლის ხარისხის მუდმივ კონტროლს, კლინიკური სტანდარტების დანერგვასა და განვითარებას.
** გეძლევათ შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ და წვლილი შეიტანოთ საქართველოში მაღალი ხარისხის გერიატრიული მომსახურების განვითარებაში;
ძირითადი მოვალეობები:
** მუშაობის ხარისხის ყოველდღიური მონიტორინგი;
** ინდივიდუალური მოვლის გეგმების შემოწმება, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
** კლინიკური გაიდლაინების, პროტოკოლებისა და სამუშაო ინსტრუქციების შემუშავება და განახლება;
** გაიდლაინებისა და შიდა სტანდარტების შესრულების კონტროლი;
** მაცხოვრებლის ისტორიის, საექთნო ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის რეგულარული აუდიტი და სისრულეში მოყვანა;
** მუდმივი კოორდინაცია უფროსს ექთანთან და ექიმთან;
** მოვლის პროცესში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი გამოსწორების ღონისძიებების დაგეგმვა;
** ექთნებისა და მზრუნველების სწავლება, მენტორობა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა;
** ხარისხის ინდიკატორების დანერგვა და მონიტორინგი (მაგ.: ნაწოლების პრევენცია, დაცემების პრევენცია, მედიკამენტების ადმინისტრირების სიზუსტე, ინფექციის კონტროლი, დოკუმენტაციის ხარისხი და სხვა);
** ხარისხის შეფასების ანგარიშების მომზადება;
** კადრების მოზიდვა;
** მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა მაცხოვრებელზე ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან განათლება საექთნო საქმეში (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** გერიატრიის, დემენციის ან პალიატიური ზრუნვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ხარისხის მართვის, კლინიკური აუდიტისა და პროტოკოლების შემუშავების გამოცდილება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოების ცოდნა;
** ლიდერული, კომუნიკაციისა და სწავლების უნარები;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ობიექტურობა და სამართლიანობა;
** ორგანიზებულობა;
** ეთიკური სტანდარტების დაცვა;
** გუნდური მუშაობისა და ცვლილებების მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ დეტალური რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@leliani.com ა.წ 5 აგვისტომდე. საგანში მიუთითეთ: კლინიკური ხარისხისა და მოვლის სტანდარტების მენეჯერი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577 900515
|