Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ზოოსითი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
ზოომაღაზიათა ქსელი "ზოოსითი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; კონკურსის ფორმა: გასაუბრება;
ანაზღაურება- 2800 ლარი;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00- 18:00სთ

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის: ხელშეკრულებების, დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი დოკუმენტაციის, შრომითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, შრომის წიგნაკები, განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, კადრების აღრიცხვის პირადი ფურცლები, სხვა სახის ადმინისტრაციული აქტები) წარმოება და პასუხისმგებლობა მათ სისრულეზე;
** ხელმძღვანელობის ბრძანებებისა და სხვა სახის კერძო სამართლებრივი ურთიერთობის აქტების პროექტების, სამართლებრივი ხასიათის მიმოწერების და კორესპონდენციების, კომპანიის შინაგანაწესის პროექტის და სხვა დოკუმენტაციის მომზადება; მომზადებული დოკუმენტაციის უფლებამოსილ პირთან შეთანხმება და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის მასშტაბით ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის, პოლიტიკის დანერგვა და მონიტორინგი;
** დადგენილი წესით კომპანიის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
** კომპანიაში დასაქმებული პირებისათვის საკადრო საკითხებზე კონსულტაციების გაწევა კანონმდებლობით დადგენილ უფლებებზე, გარანტიებზე, სამსახურებრივ მოვალეობებზე, შეზღუდვებისა და სხვა საკითხებზე;
** საკანონმდებლო სიახლეებისა და იურიდიული პრაქტიკის ანალიზი და მათგან გამომდინარე მოთხოვნების იმპლემენტაცია;
** შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად;
** კომპანიის თანამშრომელთა აღრიცხვა, საშტატო ერთეულების მიხედვით ცვლილებების განხორციელება;
** ბრძანებების წარმოება;
** ტაბელის მართვა;
** შვებულებების, საავადმყოფო ფურცლის, გაცდენების, დღისა და საათების უნებართვო გაცდენების კონტროლი და აღრიცხვა;
** ზეგანაკვეთურით (შრომის კოდექსის შესაბამისად) მუშაობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება თანამშრომელზე;
** თანამშრომელთა შერჩევის პროცესში ჩართულობა (რეზიუმეების გადარჩევა, დაბარება, ტესტირება);
** ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა (საბაზისო დონე);
** ხელშეკრულებებზე და სხვა იურიდიულ დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებულობა;
** განვითარებისგან სწრაფვა;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** ორგანიზებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე nini.bebia@zoocity.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ შპს "აქვა-ტერრას" (ს/ნ: 206118510) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე