საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi/ბესთ უესტერნ პლას ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საკვების მომზადებისა და მირთმევის, პრეზენტაციის პროცესის კონტროლი;
** შეკვეთების დროულად და სტანდარტების დაცვით მომზადება;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
** კერძების ტექნოლოგიური ბარათების წინასწარი გაწერა და პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება;
** თანამშრომლებისათვის დეტალური ტრენინგის ჩატარება, განთავსებული დანადგარებისა და მოწყობილობების, ასევე უსაფრთხოების წესების შესახებ;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** შეფ-მზარეულის სხვა მითითებების შესრულება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში;
** პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სუ შეფი".
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!
|