"მწვანე ალუბალი" - ადრეული განათლების ცენტრი, აცხადებს აღმზრდელების შერჩევას.
ვაცხადებთ ახალი ნაკადის მიღებას - ეს არის შერჩევითი პროცესი მათთვის, ვინც დაინტერესებულია პროფესიული განვითარებით ადრეული განათლების სფეროში და სურს გახდეს ძლიერი, მოთხოვნადი სპეციალისტი.
(ადგილების რაოდენობა შეზღუდულია)
საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი (net)
სამუშაო გრაფიკი: 8 სთ/კვირაში 5 დღე
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაოს მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდში
** მუდმივ ტრენინგებსა და სისტემურ პროფესიულ განვითარებას
** გარემოს, სადაც შეგიძლია შენი ხედვა და იდეები რეალურად განახორციელო
** შესაძლებლობას, გახდე ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი სფეროში, რომელიც საქართველოში დღეს ვითარდება
** პრაქტიკულ გამოცდილებას თანამედროვე მიდგომებში (მათ შორის Reggio Emilia)
შერჩევის პროცესში პრიორიტეტი ენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც:
** აქვთ განათლება ფსიქოლოგიაში (არასავალდებულო)
** ნამდვილად უყვართ ბავშვებთან ყოფნა და თამაში
** მზად არიან განვითარებისთვის და აქტიური სწავლისთვის
** გამოირჩევიან პასუხისმგებლობით და ორგანიზებულობით
** ხედავენ ამ სფეროში საკუთარ მომავალს ხანგრძლივი დროის განმავლობაში
** გამოცდილება სასურველია, თუმცა მთავარი დამოკიდებულებაა.
თუ გრძნობ, რომ ეს ადგილი შენთვისაა - განაცხადის მისაღებად გამოგვიგზავნე CV და მოკლე წერილი შენ შესახებ: contact@alubali.org
მისამართი: ვაკე/საბურთალო, თბილისი.
ვებგვერდი: https://www.alubali.org/
|