Робота для біженців з України
დილის ცვლის საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დილის ცვლის საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას დილის ცვლის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200-1300 ლარი
** გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 08:00-დან 17:00 საათამდე ან 12:00-დან
21:00 საათამდე
** მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 64

ძირითადი მოვალეობები:

** აწარმოოს ტვირთის დროული და უსაფრთხო ჩატვირთვა და გადმოტვირთვა;
** შემოსული პროდუქციის გადმოტვირთვა, დახარისხება, დასაწყობება;
** ტვირთის შეფუთვა მოთხოვნის შესაბამისად და დატვირთვა;
** საწყობის მენეჯერის მითითების შესაბამისად საწყობის დასუფთავება, მოწესრიგება;
** პროგრამული სამუშაოების შესრულება, კომპანიაში დანერგილი სოფთის შესწავლა და მოხმარება.

კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:

** პუნქტუალური და ენერგიული ძირითადი მოთხოვნაა;
** ტვირთის მიღების, დახარისხების, დასაწყობების გამოცდილება;
** საქართველოს რეგიონების და სოფლების ცოდნა (გეოგრაფიის) ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;

ჩვენი უპირატესობები:

** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: hr@easyway.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დილის ცვლის საწყობის თანამშრომელი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577238003
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე