"CENN", პროექტის "მწვანე კავკასია" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს ტენდერს გოდერძის განამარხებული ტყის გეობილიკის მარშრუტის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისთვის.
დეტალური ინფორმაცია გამოცხადებულ ტენდერზე იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში:
** ტექნიკური დავალება
** დანართი #1
დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა გთხოვთ, წინადადება გამოგზავნოთ არაუგვიანეს 2026 წლის 30 ივლისისა (00:00 საათამდე), შემდეგ ელექტორნულ მისამართზე: Tenders@cenn.org (გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ: ტენდერი გოდერძის გეობილიკის მოწყობის სამუშაოებზე). აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წამოდგენილი წინადადებები არ განიხილება.
წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
** შევსებული ბიუჯეტის (ხარჯთაღრიცხვის) ფორმა - წინამდებარე ტექნიკური დავალების დანართის შესაბამისად, ფასები ლარში (დღგ-ს გარეშე), უფლებამოსილი პირის ხელმოწერით/ბეჭდით დადასტურებული.
** რეკვიზიტები და განახლებული, 2026 წლის, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.
** გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (პუნქტი 1.7-ის შესაბამისად) - მინიმუმ ორი ანალოგიური პროექტის ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტები ან სხვა დოკუმენტები; აქედან მინიმუმ ერთი უნდა უკავშირდებოდეს ბუნების საგანმანათლებლო-შემეცნებითი მარშრუტის მოწყობას.
** სამუშაოს შესრულების მოკლე გეგმა/მეთოდოლოგია - ძირითადი ეტაპები, გამოსაყენებელი მასალები და სავარაუდო ვადები.
** პროექტის განმახორციელებელი ძირითადი ჯგუფის რეზიუმეები (ქართულ ან ინგლისურ ენაზე)
** წინადადების/შემოთავაზების მოქმედების ვადა (სასურველია არანაკლებ 14 კალენდარული დღე წარდგენიდან).
** უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი, ელ-ფოსტა).
განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
** მომსახურების ღირებულება - 30%
** აპლიკანტის გამოცდილება - 40%
** შემოთავაზებული მეთოდოლოგია - 20%
** შემოთავაზების მოთხოვნასთან შესაბამისობა - 10%
|