Робота для біженців з України
ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი
მომწოდებელი: თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით
ანაზღაურება: გამომუშავებით

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** დაწესებულების მიერ შემუშავებული პროცედურების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
** საექთნო პროცედურების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მედდის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე