ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია "ვაინ კახეთი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი საერთაშორისო ბაზრების და პარტნიორების მოძიება;
** დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან კომუნიკაცია;
** ფასების პოლიტიკისა და კომერციული შეთავაზებების მომზადებაში მონაწილეობა;
** საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება
მოთხოვნები:
** მინიმუმ, 2-3 წლიანი გამოცდილება, ღვინის სექტორში, საერთაშორისო გაყიდვებში;
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად);
** მოლაპარაკებების წარმოების და პრეზენტაციის უნარები;
** საერთაშორისო ბაზრების ცოდნა;
** შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას;
** საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიულ განვითარებას ღვინის ინდუსტრიაში;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ენაზე ელფოსტაზე: info@wk.ge
Wine Kakheti • ვაინ კახეთი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან, წარმატებით საქმიანობს მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.
კომპანია კახეთში ფლობს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი წარმადობის ქარხანას და საკუთარ ვენახებს (გაიგეთ უფრო მეტი: http://www.wk.ge).
|