Робота для біженців з України
HR ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ასისტენტი
მომწოდებელი: მ.ა.მ
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
შპს "M.a.M" აცხადებს ვაკანსიას HR ასისტენტის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ჰუალინგ პლაზა
ანაზღაურება: 1000 ლარი
გრაფიკი: ყოველდღე - 09:00-17:00, შაბათ-კვირა - დასვენება

შპს "M.a.M" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც წარმატებით ოპერირებს თბილისის და კახეთის რეგიონში.

მოვალეობები:

** კომპანიის მიმდინარე ვაკანსიების განთავსება დასაქმების პლატფორმებზე (Jobs.ge) და სოციალურ ქსელებში (Facebook)
** ვაკანსიების განახლება, მართვა და კანდიდატების განაცხადების მონიტორინგი
** მიღებული რეზიუმეების პირველადი გადარჩევა ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად
** კანდიდატებთან სატელეფონო კომუნიკაცია და პირველადი ინტერვიუს ჩანიშვნა
** გასაუბრების პროცესის ორგანიზება და კანდიდატებთან მუდმივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა
** კანდიდატების მონაცემთა ბაზის წარმოება და განახლება
** უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული რეპორტინგის მომზადება და რეკრუტინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის, სტატუსებისა და შედეგების დროული მიწოდება
** საჭიროების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული და HR მიმართულების დავალებების შესრულება

სამუშაო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კანონმდებლობის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მეილზე human.resource.m.a.m@gmail.com.

ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე