Робота для біженців з України
მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორი
მომწოდებელი: Mindor
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
"Mindor" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე.

"Mindor" მეცნიერულად შესწავლილი ბუნებრივი მეთოდებით გაჯანსაღების ბრენდია. სერვისი აერთიანებს ბრენდირებულ საკვებ დანამატებს, მეგზურ პრაქტიკებს, პროგრეს მონიტორინგს და პერსონალიზებულ ტესტს ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის.

პოზიცია გულისხმობს სერვისებსა და პროდუქტებში ზედმიწევნით გარკვევას და მომხმარებლების მხარდაჭერას.

მოვალეობებში შედის:

** მესიჯებზე, კომენტარებზე პასუხის გაცემა (Instagram, Facebook, ვებგვერდი)
** შეძენის შემდეგ მომხმარებელთან სატელეფონო მხარდაჭერა
** გადახდამდე მიტოვებული" შეკვეთებზე დარეკვა და დახმარება
** ძველი მომხმარებლების გააქტიურება, ვინც კურსი უკვე დაასრულა და მათი მოკითხვა
** ხშირი კითხვების, პრეტენზიების ანდაც სერვისის გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა და დაფიქსირება დამფუძნებელთან

მოთხოვნები:

** სასიამოვნო, მშვიდი და თავდაჯერებული საუბრის მანერა
** ქართულად გამართულად საუბრისა და წერის უნარი
** ორგანიზებულობა. დროული პასუხი შემოსულ მესიჯებზე
** სურვილი შეისწავლო ბრენდის ნარატივი, სერვისები და პროდუქცია
** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება გაყიდვებში ან მომხმარებელთა მხარდაჭერაში

შეთავაზება:

** სრულად დისტანციური სამუშაო
** ფიქსირებული ანაზღაურება შეთანხმებით

განაცხადი გამოგზავნე: info@mindor.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე