Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: პარადისის ჯგუფი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"პარადისი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში, შემდეგ მაღაზიებში:

** სავაჭრო ცენტრი " თბილისი მოლი" - მულტიბრენდული მაღაზია CitySport
** სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი" - მაღაზია EA7 Emporio Armani

კომპანია დაარსდა 2006 წელს და უკვე 20 წელია ოპერირებს ბაზარზე. იგი აერთიანებს საერთაშორისო ბრენდებს როგორიცაა: NewBalance, EA7 Emporio Armani, Peak, IcePeak, Luhta, Colmar და სხვა. არის ოფიციალური, ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში არაუმეტეს 48 საათისა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** ფასების, ფასდაკლებებისა და ეტიკეტების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
** გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიულობა, თავაზიანობა, პუნქტუალურობა და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებული ხელფასი + კონკურენტული საბონუსე სისტემა;
** კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო;
** კარიერული წინსვლა, განვითარებაში ხელშეწყობა.

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა თქვენი პირადი რეზიუმე გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელ ფოსტაზე info@paradisi.ge; "Subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ "გაყიდვების კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე