რესტორანი "როიალ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე (ცივი ან ცხელი კერძების მიმართულებით).
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 111
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე
** სამუშაო დრო: დღეში 10 საათი
** საბოლოო ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
** ცივი/ცხელი კერძების და სალათების მომზადება ტექნოლოგიური და რესტორნის სტანდარტების დაცვით
** ინგრედიენტების სწორად დამუშავება და შენახვა
** პროდუქციის ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლი
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა
** შეკვეთების დროული და ხარისხიანი შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ენერგიულობა და პუნქტუალურობა
თუ ხარ მოტივირებული და გსურს პროფესიონალურ გუნდში მუშაობა, გამოგვიგზავნე შენი CV royaltbilisi111@gmail.com-ზე და შემოგვიერთდი!
|