Робота для біженців з України
ლინუქს სისტემური ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლინუქს სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას ლინუქს სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.

IT ოპერაციების დეპარტამენტი, სისტემური ადმინისტრირების განყოფილება.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი

ფუნქციები და მოვალეობები:

** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია/კონფიგურაცია;
** ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** სისტემების განახლება და განახლებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მართვა;
** კატასტროფის შემდგომი აღდგენისა და მოწყვლადობის შემცირების გეგმის შემუშავება და კონტროლი;
** კატასტროფის შემდგომი აღდგენისა და მოწყვლადობის შემცირების გეგმის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში მონაწილეობა;
** მომხმარებლების ანგარიშების და წვდომების მართვა, საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების და რეგულაციების შესაბამისობის დაცვით;
** ინციდენტების და პრობლემების იდენტიფიკაციაში და მათ მოგვარებაში ჩართულობა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება - ტექნიკური მიმართულებით;
** არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება Linux სისტემების ადმინისტრირებაში ან მსგავს IT პოზიციაზე.
** Linux სისტემების ღრმა ცოდნა:
** Linux სერვერების (CentOS, Ubuntu, Debian, RHEL) მართვა, კონფიგურაცია; განახლება და პრობლემების გადაჭრა (troubleshooting);
** სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა (Firewall-ის მართვა iptables/firewalld, SELinux);
** სისტემის ავტომატიზაცია სკრიპტების გამოყენებით (Bash, Python, ან სხვა);
** VMware (vSphere, ESXi) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** Backup/restore პროცედურების გამოცდილება (Veeam, comvault);
** TCP/IP, DNS, DHCP, VPN-ის ცოდნა და კონფიგურაცია;
** ქსელის უსაფრთხოების პრინციპები (მაგ., VPN, IDS/IPS, SSL/TLS);
** HPE, Dell სერვერებთან მუშაობის გამოცდილება (RAID, iLO, iDRAC);
** ინგლისური ენის ცოდნა: B2 დონე (ტექნიკური დოკუმენტაციის გაგება, საერთაშორისო გუნდთან კომუნიკაციისთვის).

სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:

** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
** სიახლეების მარტივად ათვისების და ადაპტაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ანალიტიკური აზროვნება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/kpzE
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე