Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=727456&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ბაუმერი
გამოქვეყნდა: 07 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის "ბაუმერს" არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.

"ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:

** B2B გაყიდვების სრული ციკლის მართვა: პოტენციური ობიექტების/კლიენტების მოძიებიდან, კომერციული წინადადების წარდგენასა და ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** ბაზრის აქტიური მონიტორინგი: მიმდინარე და დაგეგმილი სამშენებლო/სარეკონსტრუქციო პროექტების იდენტიფიკაცია და სატენდერო პლატფორმების მუდმივი კონტროლი გაყიდვების გუნდის მიერ;
** კროს-ფუნქციური თანამშრომლობა - საინჟინრო/ტექნიკურ გუნდთან ერთად მუშაობა, საპროექტო დავალებების, ნახაზებისა და განფასებების განხილვა ზუსტი კომერციული შეთავაზების მოსამზადებლად;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა: კომპანიის ბიზნეს-მიზნებიდან გამომდინარე, გაყიდვების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება;
** სამუშაო პროცესის ეფექტურობის კონტროლი: გაყიდვების გუნდისთვის ინდივიდუალური და საერთო მიზნების დასახვა, ყოველდღიური აქტივობების მონიტორინგი და შედეგების მუდმივი შეფასება (KPI-ების საფუძველზე);
** გუნდის მართვა და მოტივაცია: გაყიდვების მენეჯერებისთვის ეფექტური საბონუსე სისტემისა და გუნდური აქტივობების შემუშავება, რომლებიც ორიენტირებული იქნება გუნდის მიერ მაქსიმალური შედეგების მიღწევაზე;
** თანამშრომლების პროფესიული განვითარება: გუნდის არსებული წევრების მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა (გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ტექნიკების დახვეწა), ასევე ახალი თანამშრომლების ეფექტური ინტეგრაციის პროცესის (ონბორდინგის) მართვა.
** პროცესების მართვა და რეპორტინგი: გაყიდვების ფაიფლაინის, მომხმარებელთა ბაზისა და ყოველდღიური აქტივობების სისტემატური აღრიცხვა, კონტროლი და ანალიზი CRM სისტემაში; გუნდის შედეგების რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: გაყიდვების/ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელის პოზიციაზე; (სამშენებლო ან საინჟინრო (MEP) სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
** საოფისე და ანალიტიკური პროგრამები: Microsoft Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა - ფასთწარმოქმნისა და რეპორტინგისთვის) და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა (უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის), რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** სტრატეგიული მოლაპარაკებების უნარი: გრძელვადიანი B2B გარიგებების დახურვისა და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი;
** ანალიტიკური ხედვა და დეტალებზე ორიენტირებულობა: კომერციული რისკების შეფასებისა და ხარჯთაღრიცხვის დეტალებში გარკვევის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა და ლიდერობა: გუნდის მოტივირების, მიზნების დასახვისა და გაყიდვების გეგმების შესრულებაზე ფოკუსირების უნარი;
** სწრაფი ათვისების უნარი: ახალი ტექნოლოგიების, საინჟინრო გადაწყვეტებისა და ბაზრის ტენდენციების სწრაფად გაანალიზების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: მიხეილ მაჭავარიანის ქუჩა 65
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00
** მივლინება საქართველოს მასშტაბით: თვეში საშუალოდ 2-3 დღე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია